ქუთაისი 35 საუკუნოვანი ქალაქია. წარსულში კუტაია.. აია.. ანტიკური დროის არგონავტების ოცნების ქალაქი. კოლხი მედეასა და ოქროს საწმისის კურთხეული მიწა.
X საუკუნეში ქუთაისში ავიდა ტახტზე გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე.
1122 წლამდე საქართველოს სამეფოს რეზიდენცია ქუთაისში იმყოფებოდა.
მოწამეთას სამონასტრო ანსამბლი ქუთაისიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით, აღმოსავლეთით, მდინარე წყალწითელას ხეობაში მდებარეობს. იგი აგებულია წმინდა ძმების დავითისა და კონსტანტინეს(მხეიძეების) უკვდავსაყოფად.
დავითი და კონსტანტინე არგვეთის ერისთავები იყვნენ, რომლებიც VIII საუკუნეში შემოსეულ არაბთა ლაშქარს მცირე რაზმით თავგანწირულად შეებრძოლნენ, დიდი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, ვერ შეაჩერეს ურიცხვი მტერი და დამარცხდნენ. არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ, შეპყრობილ ერისთავებს ქრისტეს რწმენის უარყოფა მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEiOnL2DsIExxxoOC9AJobiJ5WXiW4OG9ID9hIUtRfSluDj5MiPFoBBYY6Bd17XvCGe6LQvD1mWezuODT3uctzy5brCHX_F6mof-ROkoOPGWub00FgmmH36W7SnikoX7uRUlP81rnwG3eD0H/s640/a+2.jpg)
მდინარე წყალწითელა
განრისხებულმა მურვანმა დიდი ტანჯვა მიაყენა ძმებს, მაგრამ მათ საშინელი წამება ვაჟკაცურად აიტანეს და მოწამეთა გვირგვინით შეიმოსნენ. დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ამ ეკლესიაში ინახება.
წმინდანთა ცხოვრებაში ვკითხულობთ: „რამეთუ ყრუსა მურვანსა გამოეღო ეოხა და დაეწვა“. დიდი წინააღმდეგობა გაუწია არგვეთის მთავრებმა. „აღიზახა ვითარცა ლომმან, და აოტნეს და განაბნინეს იგინი და ურიცხვი მოსრნეს“. მაგრამ აღესრულა მურვან-ყრუს ბრძანება და დავით და კონსტანტინე შეიპყრეს.
„ვინ ხართ თქვენი, ქვათა და ძელთა მსახურნო, რომ ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა გაგიბედიათ? იქნებ არც გაგიგიათ, რომ მე დიდი ალლაჰის მოციქულის, მუჰამედის დისწული ვარ, იმ მუჰამედისა, რომელსაც ჰმონებს სრულიად არაბეთი და სპარსეთი“. და მაშინვე უპასუხა დავითმა: „ეგ შენი ქადილი ცუდი და ამაოა, რაც შეეხება დედაშენის ძმას მუჰამედს, ეგ სიქადულიც ფუჭი და უქმია, რამეთა ის მუჰამედია მაცდური და დამღუპველი მთელი თქვენი მოდგმის“.
დიდხანს სცემდნენ გახელებით და გამეტებით ხოლო ისინი იწვნენ მდუმარედ და უდტვრინელად ღებულობდნენ ყოველ დარტყმას. მურვან ყრუმ უთხრა: „დაუტოვე ქრისტეს ჯვარი, იგი ხომ შეშაა და სხვა არაფერი, მიიღე სჯული მუჰამედისა და იქნები ჩემი ჯარების უფროსი“. უპასუხა დავითმა: - „ნათელი დაუტევოთ და ბნელს შეუდგეთ? ჩვენ ღმერთმა მოგვიწოდა ნათელისაკენ, მზად ვართ ქრისტეს სახელისთვის ყოველსავე ტანჯვასა, ცეცხლსა, წყალსა, მახვილსა და სიკვდილსა“.
„ჩვენ ყურანში წერია, რომ ქრისტე მარიამის ძე კაცად შობილი და იძახდა ღვთის ძე ვარო, ამიტომ შეიპყრეს და ძელზე გააკრეს, ხოლო მუჰამედმა სპარსნი და არაბნი მოაქცია და ჭეშმარიტ ღმერთს შეაწყნარა“. ამაზე დავითმა მწარედ გაიღიმა და თქვა იქ წერია: - „სახერებიდან ისწავლეთო, გარნა თქვენ უგულისხმონი ხართ, ამიტომ არც წიგნი იცით არც ღვთის ძალა“.
ახლა კონსტანტინეს მიუბრუნდა არაბთა სარდალი „შენ რას იტყვი ყმაო“. კონსტანტინემაც დასძრა „ხმაი დამამხობელი“. „არც მე ვემორჩილები შენ ბრძანებას იმასვე ვიწამებ და ვაღიარებ, რაც ჩემმა ძმამ დავითმა აღიარა“. ათი დღე აწამეს ძმები და ათი დღის შემდეგ კიდევ სცადეს მოლაპარაკება, მაშინ უკანასკნელად დასძრა ენა დავითმა: - „ვიტყვი მხოლოდ იმას რაც თავში ვთქვი, მზად ვართ ქრისტესა და სარწმუნოების გულისთვის, თავი მივცეთ შიმშილს, წყურვილს, ცეცხლსა და წყალს, მახვილსა და ხმალს, ხოლო საბოძვარი არის საძულველ და საძაგელ წინაშე თვალთა ჩვენთა“.
ორივე გააშიშვლეს და ხეზე დაჰკიდეს, მძიმე ხელკეტებით სცემეს, შემდეგ ჩამოხსნეს, ქედზე ლოდები დააკრეს და მდინარეში გადაყარეს.
„ხოლო იქმნა მას ღამესა სასწაული, საშინელი და სასმენად საზარელი, უჩვეულო იყო ცაც, წყალიც, ხმელიც მაღლობიც და დაბლობიც. მთვარეც სრულქმნილი, მთვარეც მიარღვევდა ღრუბელთა უსქესს კრედსამბელს“. სამსვეტოვან შიქ-ჭავლად დაადგა ძმებს მთვარის შუქი ბრწყინავდნე „ვითარცა მთიები განთიადისადმი“. წყლიდან ამოასვენეს მარტვილნი, წყალწითელის ხევში ღრმად ჩაჭრილ კლდოვან ყელს ჩაუდგა პროცესია, აქ ადრე ხარების სახელობის ეკლესია იდგა.
ნაეკლესიარში ძველთაძველი აკლდამა იყო, ამ აკლდამაში დაასვენეს მოწამენი, ამ ადგილას მოწამეთა ეწოდა.
XI საუკუნეში ბაგრატ III ააშენა დანგრეული ეკლესია და მასში გადაასვენა წამებული გმირები.
საკურთხევლის მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილზე ხის ორ მოჩუქურთმებულ ლომზე, დევს ხიდან დამზადებული ლუსკუმი, რომელშიც მოთავსებულია წმინდანების ნეშტი. ლუსკუმი დამზადებულია ვინმე სულთანოვიჩის სახსრებით, ქვემოთ დატოვებულია ადგილი, რომ მორწმუნეებმა ჩოქვით გაიარონ.
გელათი
შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი, ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი - გელათის მონასტერი აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) ნაგებობები. 1994 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
ღვთისმშობლის მთავარი ტაძარი.
გელათის მონასტრის არქიტექტურული ანსამბლიდან თავისი სიდიდით, მხატვარული გაფორმებით და მნიშვნელობით გამოირჩევა ღვთისმშობლის ტაძარი (სიგრძე 29,20 მ, სიგანე 20,20 მ, სიმაღლე, უგუმბათოდ 20 მ, გუმბათით-36,39 მ.) ტაძრის აგება დაიწყო დავით აღმაშენებლის მიერ მონასტრის დაარსებისთანავე და დამთავრდა მისი სიკვდილის შემდეგ, მეფე დემეტრეს დროს (1130 წ.), რომელმაც მოახატვინა და აკურთხებინა ტაძარი.
ტაძარში მნახველის ყურადღებას იპყრობს საკურთხევლის აბსიდის კონქში წარმოდგენილი მაღალმხატვრული ოსტატობით შესრულებული მოზაიკური კომპოზიცია. კომპოზიციის ცენტრში, ოქროსფერ ფონზე, გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმითტაძრის უძველესი მხატვრობა წარმოდგენილია დასავლეთის კარიბჭეში.
ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან იმერეთის სამეფო ოჯახის წევრები. აქვეა დავით აღმაშენებლის ფრესკული გამოსახულებაც.
ე.წ. წმ. მარინეს საკურთხეველი, სადაც ძალიან იშვიათად ხვდებიან დამთვალიერებლები. ჩვენ გიდის დახმარებით გვხვდა ეს ბედნიერება. აქ შემორჩენილია 1125-1130 წლების მხატვრობის უნიკალური ნიმუშები. ჯვარცმის ქვეშ გამოსახულია ჯოჯოხეთის და სამოთხის სცენები.
ქართული სამეცნიერო-პედაგოგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო კერა გელათის აკადემია 1106 წელს დავით აღმაშენებლის ინიციატივითა და ხელშეწყობით გელათის მონასტერთან დაარსდა. დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწეოდ სწავლული ქართველები შეკრიბა, რომელთა შორის იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. თანამედროვენი გელათის აკადემიას "აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად" და ”მეორე ათენს” უწოდებდნენ.
დავით აღმაშენებლის საფლავი:
მთავარი ტაძრის სამხრეთით ორსართულიანი გრძელი ნაგებობაა, რომელიც წინათ ტაძრის შესასვლელს წარმოადგენდა. ტაძრის შესასვლელის ზღურბლზე მეფის ანდერძის თანახმად დაკრძალულია დავით აღმაშენებელი. აღმაშენებელი. საფლავს ქვაზე ვკითხულობთ: ,,ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე. რამეთუ მთნავს ამას დავემკვიდრო მე“.
ჩვენი უნიკალური გიდი:)
მონასტრის შესასვლელს სოფლის მხრიდან ჰქონია რკინის კარი. იგი მეფე დემეტრე I მოუტანია განჯიდან, როგორც ქართველ მეომართა ნადავლი 1138-1139 წლებში ლაშქრობის დროს და გელათის მონასტრისათვის უბოძებია.
შემორჩენილია არაბული წარწერა, რომელიც აღნიშნავს დამზადების თარიღს (1063წ.)
გელათის სამრეკლოს შენობა სამსართულიანია. მათგან პირველი ორი მონასტრის დროინდელია, ხოლო მესამე-ღიასარკმლიანი გუმბათი – შედარებით გვიანდელი (XIV). პირველ სართულზე გამოყვანილია წყალი.
ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ წინათ წყალი მილებით შედიოდა ყველა პალატსა და სადგომში.
რა საინტერესო სურათია, სახის გამომეტყველებებს დააკვირდით:))
(საიდუმლო კი იმაშია, რომ ამ დროს მიმდინარეობდა გელათის აკადემიის რესტავრაცია და მოულოდნელად რაღაც სამშენებლო მასალის საკმაოდ დიდი"ნობათი" ჩამოვარდა, თუმცა ეს მომენტი მხოლოდ ზოგირთმა ჩვენგანმა დააფიქსირა)
მზის საათი
ამ დღეს უამრავი ნეფე პატარძალი იწერდა ჯვარს.
ქუთაისის გზიდან მარცხნივ ვუხვევთ და შევუყვებით „სათაფლიის" გზას. ვიდრე „სათაფლიის" ნაკრძალის შესასვლელთან მივალთ, მარცხნივ, ზედ გზის პირას, „სათაფლიის" ერთ-ერთი მღვიმის, „სათაფლია-4"ის შესასვლელი იხსნება. ნაკრძალის ჭიშკრის გავლის შემდეგ, გზიდან მარჯვნივ დინოზავრის ნაკვალევია.ლია გარეულ ფუტკართან, რომელიც სა
თაფლიის კლდ
ზ
სახელწოდება “სათაფლია” დაკავშირებულია გარეულ ფუტკართან, რომელიც სათაფლიის კლდეებზე იკეთებს ბუდეს
.
ექსკურსიაზე ჩვენთან ერთად იყვნენ პოლონელი სტუმრები - ელია და პეტერი
ნაკრძალის ჭიშკრის გავლის შემდეგ, გზიდან მარჯვნივ დინოზავრის ნაკვალევია
დღეისათვის, ნაკრძალის ტერიტორიაზე, რომელიც ამავდროულად სამეცნიერო-ტურისტულ ცენტრსაც წარმოადგენს, დინოზავრების ნაკვალევის დასაცავად აგებულია სპეციალური ნაგებობა.
აქ არქეოლოგიურ წარსულში, როცა ზღვის სანაპირო იყო, ეს მიდამოები დინოზავრებმა გაიარეს და დატოვეს ფეხის ანაბეჭდი. ნაკვალევი ორ ფენაზეა წარმოდგენილი, რაც უნიკალური შემთხვევაა მსოფლიოში.
დინოზავრებმა ეს ნაკვალევი 120 მილიონის წინ დატოვეს!
თუ გზის ნიშანსა და დათუნას დავუჯერებთ, ჩვენ კარსტული მღვიმისკენ მივემართებით
გზად საინტერესო ექსპონატები გვხვდება
უკან ხედზე, ზემოთ მოჩანს გადასახედი მოედანი ექსტრიმის მოყვარულთათვის, რომელზეც სამწუხაროდ ვერ მოვხვდით( გაურკვეველი მიზეზებით იყო დახურული)
სათაფლიის ნაკრძალის ულამაზესი რელიქტური ტყე
კარსტული მღვიმის შესასვლელში
ჩავდივართ კასტრული ძაბრის ფსკერზე, სადაც კლდის გულში იხსნება „სათაფლია-1"-ის შესასვლელი. აქვე, მარცხნივ, ხვრელში ჩადის პატარა ნაკადი, რომლის გაყოლებითაც შეაღწია მღვიმეში 1925 წელს ცნობილმა ნატურალისტმა პეტრე ჭაბუკიანმა.
შევდივართ მღვიმეში და პირველ დარბაზში, მღვიმის გაფართოებულ ნაწილში ვჩერდებით სტალაქტიტებთან და. . . გარემომცველი სილამაზის შთაბეჭდილების ქვეშ მყოფები ვმუნჯდებით!
ალბათ ყველამ იცანით ნაცნობი სიუჟეტი "ორიგინალური მთავრობის სხდომიდან"
მარცხნივ მოჩანს გულის ფორმის ყველაზე დიდი სტალაგმიტი
ლეგენდის მიხედვით თუ კი ჩაიფიქრებ სურვილს და ხელს ჩაყოფ "გულის" ღრმულში , სურვილი აუცილებლად აგისრულდება, დამაჯერებლობისთვის იქვე ნაკადულში ხუდაც შეგიძლია ჩაყარო.
და დადგა სურვილის ჩამფიქრებელთა გრძეელი რიგი
სათაფლიის საგამოფენო დარბაზი
ექსკურსიის დასასრულს კი დაუვიწყარი პიკნიკი ბუნებაში
საკუთარი შემოქმედების ჩვენებაში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქართველი მასპინძლები და პოლონელი სტუმრები, რაშიც ხელი ჟუჟუნა წვიმამაც კი ვერ შეგვიშალა
ემოციებით და შთაბეჭდილებით გადაღლილი თუ დატვირთული ბავშვები და მშობლები. ნეტა რას ხედავენ სიზმრად . . .? ალბათ შემდეგ ექსკურსიას ;)